,,უსაფრთხო და ძლიერი საქართველოსთვის” -პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ავლაბრის მეტროსადგურთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.
პროტესტის მონაწილეებს გამოტანილი აქვღ ბანერები წარწერებით:
,,ქურს ქუდი ეწვოდა, ხიხოს -ახალი სახელი", "აფხაზეთი, სამაჩაბლო საქართველოა", "სოლიდარობა ვახო სანაიას".
მარშის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, გასულ კვირას, ვერაზე მოკლულ 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის ხსოვნას, რომელსაც დღეს, დაბადების დღე აქვს.