რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ცენტრში, რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ხოლო მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.
მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს რესტორანში გენერლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
ინციდენტის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ სახელდება.