დღეს მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო როგორც სახელმწიფო შედგა და საქართველოს სახელმწიფო შეარაღებული ძალები შედგენ როგორც ბრძოლისუნარიანი შენაერთი.
"ჩვენ გვყავს ჯარი რომელმაც გამოიარა ურთულესი გამოცდილება და ეს გამოცდილება არის ასევე ჩვენი სიმდიდრე. ეს არის სიმდიდრე იმ გამოცდილებისა, თუ როგორ უნდა გქონდეს საქმე ძალიან დაუნდობელ და ძალიან ვერაგ ამავე დროს კი ძალიან უსამართლო მტერთან",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები