კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, პატრიოტი ქომაგი 2011 კალათბურთის მეანაბრეებისთვის სარგებელი 6 პროცენტით გაიზარდა
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას, უკრაინის და ბელგიის გუნდებთან საქართველოს ნაკრების გამარჯვების, ასევე ჯგუფიდან გასვლის შედეგად, პატრიოტი ქომაგი 2011 კალათბურთის მეანაბრეებისთვის სარგებელი 6%-ით გაიზარდა და 2011 წლის 19 სექტემბრიდან 14%-ის ნაცვლად წლიური 20% შეადგინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლიბერთი ბანკიდან აცნობეს, ბანკი ულოცავს მიღწეულ წარმატებას ქართველ კალათბურთელებს და ეროვნული ნაკრების წევრებს პრემიის სახით გადასცემს ანაბარზე განთავსებული მთლიანი თანხის 3%-ს.