ოსმა სეპარატისტებმა მათთან ტყვეობაში მყოფი სერბი ჟურნალისტი, ბელგრადის გაზეთ "პრესის" რეპორტიორი ვიკორ ლაზიჩი ტყვეობიდან ქართული მხარის ძალისხმევით გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა.
"გაიმართა მოლაპარაკებები და დიახ, სერბი ჟურნალისტი უკვე გათავისუფლებულია", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში, თუმცა კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ სად იმყოფება ამჟამად გათავისუფლებული, განაცხადა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"ჩვენ გავათავისუფლეთ, ახლა ის თავისუფალი ადამიანია და ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად იმყოფება ის ამჟამად არ მაქვს", _ განაცხადა უტიაშვილმა და აღნიშნა, რომ ის ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ დატოვა თუ არა გათავისუფლებულმა საქართველოს საზღვრები.
სერბი ჟურნალისტი ოსმა სეპარატისტებმა სექტემბრის დაასწყისში დააპატიმრეს. მათი ეჭვი გამოიწვია იმან, რომ "ჟურნალისტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანარჩენი საქართველოს მხრიდან იყო გადასული".