"საქსტატი" 2 011 წლის II კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარ მონაცემებს გამოაცხადებს.
ამ მიზნით, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე მასმედიის წარმომადგენლებისთვის გამართავს ბრიფინგს და მშპ-ის წინასწარი მონაცემების შესახებ დეტალურად ისაუბრებს (დაბა წყნეთი, დ. გურამიშვილის N 39).