საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიამ თითოეულ ოჯახს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა, დამატებით 200 ლარი დაარიცხა.
„ზოგიერთი პენსიონერი თვეში ლარს ან 1,50 ლარს ხარჯავს. ერთ ნათურას აანთებს, სხვას არაფერს რთავს. 200 ლარი როგორ უნდა გადაიხადოს იმან", - აღნიშნა ხაშმის მკვიდრმა ნოშრევან ქორქაშვილმა.
„ჩემი ძმა სამი წელია რაც დაიღუპა, მაგრამ მოვიდა ქვითარი, დავალიანება 249 ლარი 65 თეთრი წერია", - ამბობს რობიზონ ჯანიაშვილი.
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ჟანა დიდებაშვილის განცხადებით, კომპანია იმ აბონენტებისგან, ვისაც გამართული ინდივიდუალური მრიცხველი არ აქვს, ელექტროენერგიის გადასახადს საუბნო მრიცხველის ჩვენებით იღებს.