"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის "ჰერკულესის" გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ. მოძრაობის ლიდერები აქციის მონაწილეთა დაკავებას და ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას აპროტესტებენ.
"ამ შემთხვევდიდან ორი დასკვნის გამოტანა შეიძლება. პირველი, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხელისუფლება მუშა მოსამსახურეებთან მხოლოდ ძალისმეიერი მეთოდებით ურთიერთობს და მეორე ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს შრომის კოდექსის დახვეწის აუცილებლობაზე, რომელიც დასაქმებულებს დამსაქმებლებთან მიმართებაში კაბალურ მდგომარეობაში აყენებს. ჩვენ არათუ ვეწინააღმდგებით, არამედ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს განვითარებას, როგორც ქართული ასევე უცოური ბიზნესის წარმოებისთვის და მიგვაჩნია, რომ შრომის კოდექსი უნდა იყოს დაბალანსებული და თანაბრად უნდა გამოხატოს, როგორც დასაქმებულთა ისე დამსაქმებელთა ინტერესები. კანონმდებლობა უნდა იცავდეს შრომის უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს. ქრისტიან-დემოკრატები მივიჩნევთ, რომ ასეთი ფაქტების თავიდან აცილება და დასაქმებულთა უფლებების დაცვაის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი კოლექტიური და ხანგრძლივი ხელშეკრულებების გაფორმებაა. მიგვაჩნია, რომ თავის მხრივ სახელმწიფომ უნდა იკისროს შრომითი ურთიერთობების კონტროლის ვალდებულება და პერიოდულად სხვადასხვა საწარმოში განახორციელოს შრომის პირობების ინსპექტირება. ჩვენი მოთხვნები სრულ შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის, ევრო საბჭოსა და შრომის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეტალურგიული ქარხნა „ჰერკულესის" გაფიცული თანამშრომლები დღეს დილით დააკავეს.