ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია, - ამის შესახებ საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერლიო ჰოვლანდი სოციალურ ქსელში წერს.
"ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციული და გაუმართლებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შემაშფოთებელ ტენდენციას აძლიერებს და გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას ასუსტებს", - წერს ნორვეგიის ელჩი.