აჭარის საინვესტიციო კლიმატის გაცნობის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ურფას სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები აჭარაში იმყოფებიან.
ურფას სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო. ლევან ვარშალომიძესთან თურქმა ბიზნესმენებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც აჭარაში განახორციელებენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქული დელეგაციის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ ილეთმიშ-შუტსომ აღნიშნა, ისინი დაინტერესებულნი არიან აჭარაში: სასათბურე მეურნეობის, სარწყავი სისტემების, საკვები პროდუქტების, მოსავლის ასაღები მოწყობილობების, ვეტერინარული ვაქცინების, ბიოლოგიური ნივთიერებების, სამკურნალო პროდუქციისა და ფაიფურის წარმოებით.