2011 წლის დასრულებამდე დაგეგმილია ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიათა მონაწილეობის მიღება კიევისა და ტორონტოს საერთაშორისო ღვინის გამოფენებში.
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ''სამტრესტი'' კომპანიებს ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს და სრული ღირებულების 50%-ს დაფარავს. კომპანიების წილი კი შეადგენს: კიევის გამოფენაში - 1500 ლარს, ტორონტოს გამოფენაში - 2500 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).