ხვალ, 16 სექტემბერს, "საქსაშენგეოლოგიის" ახალი მფლობელი გამოვლინდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, იყიდება შპს "საქსაშენგეოლოგის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი. ობიექტის საწყისი ღირებულება 7 ათას ლარადაა განსაზღვრული.
თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №34-ში მდებარე "საქსაშენგეოლოგის" გასხვისებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 16 სექტემბრისათვის ჩანიშნულ ელექტრონულ აუქციონზე გეგმევს. ობიექტის საწესდებო კაპიტალი 2265 ლარია და მას 6744 ლარის დებიტორული და 6518 ლარის კრედიტორული დავალიანება გააჩნია.