"საქართველოს ბანკმა", LOVE CARD-ის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა. მათ ვინც, 1 სექტემბრამდე ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა LOVE CARD -ით, საჩუქრად გადაეცათ: პირველი ადგილის მფლობელს 2 კაციანი საგზური ტაილანდში - ტურის ხანგრძლივობა ერთი კვირა, ტურში შედის სასტუმრო და ავიაბილეთები 2 ადამიანისთვის. მეორე ადგილის მფლობელს გადაეცა ფოტოაპარატი Cannon D5, მესამე ადგილის მფლობელს MacBook Air, მეოთხე ადგილის მფლობელს Ipad 2-ი, ხოლო მეხუთე ადგილის მფლობელს Iphone 4.
LOVE CARD -ი, "საქართველოს ბანკის" ინოვაციური სერვისია, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელს ინდივიდუალური დიზაინით გაფორმებული პლასტიკური ბარათის დამზადება შეუძლია. მომხმარებელს შეუძლია თავად შექმნას საკუთარი პლასტიკური ბარათის დიზაინი, სასურველი ფოტოსურათით, ან აარჩიოს LOVE CARD -ის გალერეაში არსებული მრავალფეროვანი ფოტოებიდან რომელიმე, შესაძლებელია როგორც Visa Electron ან Visa Classic, ისე Cirrus Maestro ან MasterCard ტიპის პლასტიკური ბარათის დამზადება, რომელსაც ექნება ყველა სტანდარტული ფუნქცია.
"საქართველოს ბანკში" განმარტავენ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი LOVE CARD-ს გამოიყენებს, სასიამოვნოდ მოაგონდება ის, რაც ბარათზე იქნება გამოსახული. ნებისმიერი სხვა პლასტიკური ბარათისგან განსხვავებით, მისი დიზაინის ავტორი იქნება თავად პლასტიკური ბარათის მფლობლი. LOVE CARD -ის ექსკლუზიური დიზაინის ღირებულება 15 ლარია.