გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, ამაღლების სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაინგრა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
ეკლესია VII-VIII საუკუნეებით თარიღდება და სამნავიანი ბაზილიკური ტიპისაა. სალოცავს კედლები და სახურავი ჩამონგრეული აქვს.
„ეკლესიის თითქმის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. სალოცავს მხოლოდ ერთი კედელი აქვს და ისიც ალბათ მალე დაინგრევა. ამ საკითხით ჯერ არავინ დაინტერესებულა. სალოცავი სერიოზულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვეჯინის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გურამ ჭანყოშვილმა.
გურჯაანის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი კომენტარს არ აკეთებს.