ათ ყველაზე წარმატებულ ეთნიკურ მუსიკოსს შორის ნინო ქათამაძეც დასახელდა.
ეთნიკური მუსიკის ანუ world music-ის ბუმი მთელ მსოფლიოში 90-იანებში დაიწყო. ამ ჟანრში ვარსკვლავების მთავარი მიმწოდებელი დანგრეული საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა. ყოფილი იმპერიის წამყვანი პოზიცია ორმა ფაქტორმა განაპირობა - საზღვრების გახსნილობამ და ეროვნული იდენტურობის ძიებამ.
10 ყველაზე წარმატებულ ეთნიკურ მუსიკოსს შორის ნინო ქათამაძეც დასახელდა. პირველი ადგილი სომხეთის წარმომადგენელმა ჯივან გასპარიანიმ დაიკავა, რომელიც დუდუკზე 6 წლის ასაკიდან უკრავდადა. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში კრემლში სტალინის წინაშეც მოუწია ვირტუოზობამ. მისი სახელი world music-ის სინონიმად იქცა.
ათეულში მესამე ადგილი სერგეი სტაროსტინის ერგო. მის მიერ შესრულებული ხალხური მუსიკა რუსეთის რეგიონებში ექსპედიციისას ჩაიწერა. მათში ზუსტად და დაუმახინჯებლადაა გადმოცემული რუსული ხასიათი.
ორსიმიანი უზბეკური ნაციონალური ინსტრუმენტით სევარა ნაზარხანიმ შეძლო შეეცვალა ელექტრონული რუსულენოვანი პოპი ეთნიკური შტრიხების დარღვევის გარეშე.
შერწყმა ჩეჩნური მუსიკალური ტრადიციებისა და პოპშაბლონებისა თამილა საგაიპოვამ მოახერხა. მისი მუსიკა გადმოგვცემს ვაინახი გოგონას უბიწოებას, მიუწვდომლობასა და სინაზეს, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილება ტრადიციებს.
საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ამ ჟანრის ვარსკვლავები ჯერ დასავლეთში ხდებოდნენ ცნობილები, ხოლო შემდეგ კი რუსეთში ბრუნდებოდნენ გასტროლებისთვის, როგორც უცხოელი ვარსკვლავები.
ეთნიკურ მუსიკოსებს შორის ნინო ქათამაძემ მეშვიდე ადგილი დაიკავა. თავისუფალი ხალხური სიმღერა - ქვითინი "acid jazz"-ისა და "smooth jazz"-ის სტილში გადმოგვცემს სიყვარულს, ქართული სულის სიდიადეს, ქართულ სტუმართმოყვარეობას, დედობრივ მზრუნველობას.