რუსეთში სერგიევ პასადის მერი ევგენი დუშკო მოკლეს. მკვლელობა დღეს, დილით სოვეტსკაიას ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დღეს, დილით 07:30 საათზე სერგეი დუშკო საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან გამოვიდა და მამასთან ერთად ავტომანქანაში ჩაჯდა, როდესაც უცნობმა პირმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.
სროლის დროს მერი და მის მამა დაიჭრენ, თუმცა ევგენი დუშკო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა.
აღნიშნული ფაქტი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკვე დადასტურა და აღნიშნა. რომ გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105 მუხით არის აღძრული.
სამართალდამცველები ამ დრომდე მკვლელობის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ მერის მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის შეკვეთილი მკვლელობაც.
ევგენი დუშკო სეგიევ პასადის მერად 2011 წლის აპრილში აირჩიეს. იგი ამ დრომდე საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე იყო.