საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელიტური დაკვირვება ხორციელდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
"ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსგან მიღებულია პრინციპული თანხმობა დაკვირვების წარმოების თაობაზე. მიმდინარეობს ინფორმაციის მოპოვება იმის შესაბამისად, რისი ტექნიკურ საშუალებებიც ამ ეტაპზე ევროკავშირს აქვს", _ განმარტა კალანდაძემ.