შეერთებულმა შტატებმა ირანი რუკიდან წაშალა, მაგრამ მათი არასერიოზული ანალიტიკოსი, დევიდ სენგერი, ამბობს, რომ მე ჩემს მიზნებს ვერ მივაღწიე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„დიახ, მიზნებს მივაღწიე და გრაფიკზე კვირებით ადრე!მათი ხელმძღვანელობა განადგურებულია, მათი საზღვაო და საჰაერო ძალები განადგურებულია, მათ აბსოლუტურად არანაირი დაცვა არ აქვთ და შეთანხმება სურთ. მე არა! ჩვენ გრაფიკს კვირებით ვუსწრებთ“, - დაწერა ტრამპმა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, Kyodo-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეირანი ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება.
„ჩვენ არ ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ არ გვინდა გასული წლის სცენარის გამეორება. ჩვენ გვსურს ომის სრული, ყოვლისმომცველი და მდგრადი დასრულება. ერთადერთი მისაღები გამოსავალი... ომის სრული დასრულებაა“, - თქვა მან.