აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის 48 საათის განმავლობაში გახსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმით დამუქრეა. ირანმა მუქარას მუქარით უპასუხა და აშშ-სთან და ისრაელთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის პირობა დადო. ამის შესახებ Clash Report წერს.
„თუ მტერი თავს დაესხმება ირანის საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რეგიონში არსებული აშშ-სა და რეჟიმის კუთვნილი ენერგეტიკული, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გამტკნარების ინფრასტრუქტურა სამიზნე გახდება“, - განაცხადა ირანის ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბ-ბინის წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ირანი ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში სრულად, საფრთხის გარეშე თუ არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ამერიკის შეერთებული შტატები დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდიდან“.