ამერიკული როკ ჯგუფის Warrant-ის ექს-ვოკალისტი ჯეინ ლევილი (Jani Lane) ლოს-ანჟელესში, საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე, ერთ-ერთ სასტუმროში, გარდაცვლილი იპოვეს.
47 წლის მუსიკოსის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მისი მენეჯერი ობი სტეინმანი (Obi Steinman) დარწმუნებულია, რომ ყველაფრის მიზეზი ალკოჰოლია.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მუსიკოსი, ალკოჰოლდამოკიდებული გახდა.
ჯეინ ლევილმა მუსიკალური კარიერა 6 წლის ასაკში დაიწყო. იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფებში მოღვაწეობდა.
2003 წელს მუსიკოსმა დატოვა ჯგუფი Warrant და სოლო ალბომი ჩაწერა.