დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 42 წლის ხდება. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა 1995 წლიდან დაიწყო.
იყო პარლამენტის წევრი, იუსტიციის მინიტრი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი.
"ვარდების რევოლუციის შემდეგ" - 2004 წლის 4 იანვარს სააკაშვილი პრეზიდენტად პირველად აირჩიეს. 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც კვლავ მან გაიმარჯვა და ქვეყნის პირველი პირი უკვე მეორე ვადით გახდა (2008 წ. 5 იანვარი).
როგორ აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ დაბადების დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ.