უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო მის დაპატიმრებას მოქმედი პრემიერის ნიკოლაი აზაროვისთვის უხერხული კითხვების დასმას უკავშირებს. ამის შესახებ თავად ტიმოჩშენკომ კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, სადაც იგი პატიმრობაში აიყვანეს.
"მე დამაპატიმრეს, მაშინვე, მას შემდეგ, რაც აზაროვს მისთვის არახელსაყრელი კითხვები დავუსვი", _ განაცხადა ექს-პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლომ ტიმოშენკოს საქმეზე მომწმის სახით დაკითხა უკრანის მომქმედი პრემიერ მინისტრი ნიკალაი აზაროვი.
აზარიოვის დაკითხვისას, ტიმოშენკომ მას ბრალი დასდო კორუფციულ გარიგებებში, რომელსაც პრემიერი საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ყოფნისას ჩადიოდა.