დღეს, 20 დეკემბერს, ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ქუვეითს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ქუვეითის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გახსნას დაესწრება.
გარდა ამისა, ზურაბ პოლოლიკაშვილი 21-22 დეკემბერს მრეწველობის და ეკონომიკის მინისტრთან, ასევე, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.