სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანების წინაპირობა, ჯერჯერობით არ არსებობს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "პირველ საინფორმაციო კავკასიურს", რადიოსადგურ "ეხო მოსკვისა" და ტელეკომანია "რაშა თუდეის" მისცა.
ინტერვიუდან რამდენმე ციტატა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
„მიმაჩნია, რომ არავითარი წინაპირობა, ამ მომენტში, ამისათვის არ არსებობს. შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება მომავალში .მაგრამ თუ ვისაუბრებთ მიმდინარე სიტუაციაზე არც იურიდიული და არც ფაქტობრივი წინაპირობა ამისათვის არ არის", - განაცხადა მედვედევმა.