რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ამოსავალი წერტილი, შესაძლოა, გახდეს თბილისის მიერ მოსკოვისადმი პრეტენზიების მოხსნა რუსეთის ვმო-ში შესვლის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, - ამის შესახაბ დიმიტრი მედვედევმა ქართულ და რუსულ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვუიდან რამდენიმე ციტატა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
რომ რუსეთი მზად არ არის წავიდეს იმ დათმობებზე, რომელსაც საქართველო ითხოვს.
როგორც ცნობილია, საქართველო რუსეთის ვმოშ-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ კვლავაც ითხოვს წლების განმავლობაში უცვლელი პირობის დაკმაყოფილებას, რაც "განთიადი-ადლერისა" და "როკი-ქვემო ზარამაგის" საბაჟო-საკონტროლო პუნქტებზე ერთობლივ კონტროლს.
მედვედევმა აღნიშნა, მოსკოვი საბაჟო პუნქტების დახურვისთვის მზად არაა.
"თუკი ვმო-ში შესვლის ამ ნიშნით ცდილობენ ცვლილებების შეტანას პოლიტიკურ რეალიებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ წავალთ. და მთელი ვმო არ იქნება ის ფასი, რომელიც შეიძლება გადახდილ იქნას... წლის ბოლომდე ვმო-ში შესვლის შანსები საკმაოდ მაღალია. თუ საქართველოს ხელისუფლება სიბრძნეს გამოავლენს - ეს იქნება ერთ-ერთი ისეთი მომენტი, რომელიც, შესაძლოა, გახდეს თუ შემობრუნების წერტილი არა, შეხების წერტილი მაინც, რომლის ირგვლივ შესაძლებელი იქნებოდა ჯერ ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც." - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
"ჩვენი ქართველი კოლეგები ცდილობენ გაიტანონ ახალი პოლიტკური პრობლემები, კერძოდ გამშვები პუნქტები - თუ ვინ რას აკონტროლებს. მოდით დავუძახოთ იქ ევროკავშირს. ჩვენი პოზიცია მარტივია: თუ გსურთ იცოდეთ საქონლის, მათ შორის ტრანზიტული საქონლის მოძრაობის შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით, ჩვენ მზად ვართ ასეთი ინფორმაცია გავცეთ, თანაც ელექტრონული სახით... ამის შესახებ შევთანხმდიე შვეიცარიის პრეზიდენტს, გუშინ კი ამაზე პრეზიდენტ ობამას ვესაუბრე. ამ მხრივ მზად ვართ შვეიცარიის წინადადებებზე წავიდეთ", - განაცხადა მედვედევმა.