რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიესალმებოდა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პერიოდში, ეს არარეულურია.
"მე რომ მკითხონ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, ვუპასუხბდი "კი", მხოლოდ იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს იყო საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამაში მხოლოდ რუსეთის პოზიციაზე დაყრდნობა შეუძლებელია, მიმაჩნია, რომ ასეთი ტრიბუნალის შექმნა, ამჟამად არარეალურია",- განმარტა მედვედევმა.
"საბოლოო სასამართლოს ისტორია შექმნის, ხოლო შუალედურს - ქართველი ამომრჩეველი" განაცხადა მედვედევმა.
"თუ კი ეს არის პოლიტიკური ვოლუნტარიზმი, სურვილი ამა თუ იმ ლიდერის დამხობის, ამ შემთხვევაში მე წინააღმდეგი ვარ", - განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "პირველ საინფორმაციო კავკასურს", რადიოსადგურ "ეხო მოსკვისა" და ტელეკომანია "რაშა თუდეის" ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუდან რამდენმე ციტატა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.