'პრეზიდენტი შეძრწუნებულია მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახსა და ახლობლებს, _ ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრეს-პიკერმა მანანა მანჯგალაძემ Dდღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტი კოპენჰაგენიდან დაბრუნდა და საგანგებო თათბრი გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კოპენჰაგენში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დღეს დაბრუნდა.
პრეზიდენტი იმედ გამოთქვმს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება მალე დაადგენს ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს, რათა გამოვლინდეს უკლებლივ ყველა დამნაშავე და მოხდეს მათი წარდგენა მართლმსაჯულების წინაშე.
პრეზიდენტის განკარგულებით, დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებისათვის ყველანაირ მატერიალურ დახმარებას სახელმწიფო გაიღებს.
დღევანდელ თთბირძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩოგოვაძე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის დემონტაჟისას მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დედა-შვილი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რკინა -ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.