საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო ვიზიტის თაობაზე ქართული მხარე ინფორმირებული არაა.
"არ ვიცი, ამის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ", - განუცხადა ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზის კავკასიური ტურნეს შესახებ ინფორმაციას, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთის პრეზიდენტი 7-9 ოქტომბერს საქართველოსაც უნდა ეწვიოს, სომხური მედია ავრცელებს. ინფორმაციას ოფიციალურად ამ ეტაპზე არც საქართველოში საფრანგეთის საელჩოში ადასტურებენ.