საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალი მნიშვნელოვნად შემცირდა.
როგორც მერაბიშვილმა დღეს, მოსკოვის გამზირზე პოლიციის ახალი შენობის გახსნისას აღნიშნა, კრიმილოგენული ვითარების შემცირების გამო სამართალდამცველებს "ნაკლები საქმე აქვთ" და ისინი უფრო მოსახლეობის მომსახურება არიან გადასულნი.
"მიხარია, რომ საქართველოში ბოლო დროს კრიმინალი ძალიან შემცირდა, პოლიციელებს ნაკლები საქმე აქვთ და ისინი უფრო გადასულები არიან მოსახლეობის მომსახურებაზე, მათთვის კომფორტის შექმნაზე. ძალიან მიხარია, რომ საქართველო იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად დაბალი კრიმინალის თვალსაზრისით. სერიოზული წარმატება გვაქვს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. მიხარია, რომ საქართველოში თითქმის ყველა ტიპის დანაშაული მკვეთრადაა შემცირებული", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს პოლიციის ახალი შენობების მშენებლობას.