უმრავლესობის წევრი ეკა ხერხეულიძე მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის ცხინვალში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ნოღაიდელმა ამ ვიზიტითა და კოკოითის მიერ ამ ბავშვების განთავისუფლებით "გმირის მანტიის მორგება" სცადა.
"ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ახრერხებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას და იქ ოკუპანტებთან დაუბრკოლებლად საუბარს. ამ შემთხვევაში ნოღაიდელი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც ჩვენივე ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა და ამ ბავშვების განთავისუფლება მან პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენა", _ აცხადებს ეკა ხერხეულიძე.