თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ვაშინგტონში სენატორებს ჯო ლიბერმანსა და ჯონ მაკეინს შეხვდა.
"მოხარული ვარ, რომ ფინასური კრიზის ფონზე სენატორებმა გამონახეს დრო საქართველოზე სასაუბროდ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად მნიშველოვანია მათთვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. თუკი ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა დემოკრატიულად, არჩევნების გზით ეს დაუტოვებს ძალინ დიდ ადგილს დაპირისპირებასა და პოლარიზაციას. ამიტომაც ყველა ვთანხმდებით, როგორც ქართულ საზოგადოებაში ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა, რომ აუცილებელია შემდეგი არჩევნები იყოს თავისუფალი. მიხეილ სააკაშვილმა კი არ უნდა დანიშნოს პარლამენტი, არამედ საქართველოს მოსახლეობამ აირჩიოს. ამიტომაც საუბრები საქართვლოს დემოკრატიაზე არის ცენტარული საკითხი ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში. ამერიკელები საქმის კურსში არიან, რომ შეთანხმების შანსი რომელიც ქონდა სააკაშვილს, ნაციონალურ მოძრაობას და პოლიტიკურ ოპოზიციას ამ ეტაპზე ხელიდან გაშვებულია. მაგრამ მათ უნდათ, რომ შეთანხმება შედგეს ოქტომბრამდე ანუ პარლამენტმა მიიღოს ის კანონი რომელიც ქართულ საზოგადოებას სჭირდება, სჭირდება თითოეულ მოქალაქეს და ამაში გვაქვს კონგრესმენებისა და სენატორების სრული მხარდაჭერა". განაცხადა ირაკლი ალასანიამ.