ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი უკრაინულ მედიასთან საუბარში ჰყვება თუ როგორ უჭერდა მხარს "ნარინჯისფერ რევოლუციას" და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ იუშჩენკო და ტიმოშენკო რევოლუციის მონაპოვარს პირად წყენას გადააყოლებდნენ.
"2003 წელს მე დამირეკა ჩემმა მეგობარმა და პარტნიორმა ,სამწუხაროდ, ამჟამად გარდაცვლილმა ბადრიმ და მითხრა, რომ თბილისში იმყოფებიან ჟვანია და იუშჩენკო.ბადრი ჟვანიას იცნობდა, მე - არა. ბადრიმ მითხრა, რომ მათ ჩემთან საუბარი უნდოდათ. ამის შემდეგ იუშჩენკოს ტელეფონით ვესაუბრე, მან მე დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა მთხოვა - მე კი 2000 წელს ნიუ-იორკში სამოქალაქო თავისუფლებათა ფონდი მქონდა გახსნილი. ამის შემდეგ კი ჩემთან ლონდონში ჟვანია ჩამოვიდა და ჩვენ დაფინანსების საკითხზე შევთანხმდით: თავდაპირველად ისინი მთხოვდნენ 8 მილიონ აშშ დოლარს, მაგრამ ყველაფერი 45 მილიონი აშშ დოლარით დასრულდა", _ აცხადებს ბერეზოვსკი "სეგონდია" - სათვის მიცემულ ინტერვიუში.
"მე არასოდეს დამპირებია ვინმე, რომ ამ ფულს დამიბრუნებდნენ, მაგრამ დამპირდნენ, რომ მისი ხაჯვის შესახებ ანგარიშს ჩამაბარებდნენ, რაც სამწუხაროს არ მომხდარა. სწორედ ამიტომაც, მოგვიანებით მე გამოძიება წამოვიწყე, რომელსაც ჟვანია და ტრეტიაკოვი თავს არიდებდნენ და უარს აცხადებდნენ უწყებების მიღებასა და ლონდონში ჩამოსვლაზე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა", _ ამბობს ბორის ბერეზოვსკი.
მისივე თქმით, მან მაიდანის მხარდაჭერა იმიტომ გადაწყვიტა, რომ იმედი ჰქონდა, რომ რუსეთზე გავლენას მოახდენდა და იქ რაღაც მსგავსი მოხდებოდა.
"და მერე უკრაინა ჩემს გულთან ახლოსაა, მე ბებია მყავს ხარკოვიდან. ამიტომაც ვგულშემატკივრობდი უკრაინას. შემიძლია გავიხსენო, რომ მაშინ სტატიაც დავწერე სახელწოდებით - "რუსეთის ბედი უკრაინაში წყდება". მე მართლა მიმაჩნდა, რომ ეს დემოკრატიული ვექტორი იყო და დემოკრატების გამარჯვება უკრაინაში მართლაც დაეხმარებოდა რუსეთს", _ აცხადებს ოლიგარქი და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ გეგმებს ასრულება არ ეწერა, იმიტომ, რომ რევოლუცია თავად უკრაინაში ჩავარდა.
"ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს - გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა სივრცისათვის, ვიდრე ის, რაც უკრაინაში ხდება. უბრალოდ იუშჩენკომ და ტომოშენკომ ვერ შეასრულეს თავიანთი ისტორიული მისიები მათ უბრალოდ, ჩემი აზრით, უკრაინელი ხალხი გაყიდეს", _ აცხადებს ბერეზოვსკი და აღნიშნავს, რომ ტიმოშენკოსა და იუშჩენკოს შორის უთანხმოება რომ არ მომხდარიყო და მათ კორუფციასთან, რომ ებრძოლათ რუსეთში არსებული პუტინის რეჟიმი ასე ადვილად ვერ უგულვებელყოფდა ყოველივე ამას.
"ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მაიდანი გაიმარჯვებდა. ლიდერებიც გამოიკვეთენ ტიმოშენკო და იუშჩენკო. იულიას მაინც ოლიგარქიული იმიჯი ჰქონდა, იუშჩენკო კი უფრო სუფთა ჩანდა. მიმაჩნდა, რომ ის თავად მოინდომებდა პრეზიდენტობას, ის გაიმარჯვებდა. კუჩმამ ხალხისათვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო - არ ესროლა, თუმცა მას აქეზებდნენ ამის გაკეთებისკენ", _ აცხადებს ოლიგარქი და აღნიშნავს, რომ უკრაინის ახლანდელი პრეზიდენტი რუსეთის ვასალი არ არის.
"2011 წლის იანუკოვიჩი ძალიან განსხვავდება 2004 წლის იანუკოვიჩისგან. ყველაფრის მიუხედავად, იგი რუსეთის ყურმოჭრილი ვასალი არ არის. მის ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ თავისუფალი ევროპის მოქალაქეები და არა რუსეთის", _ აცხადებს ბერეზოვსკი კი საუბარს კვლავ უკრაინის ექს-პრეზიდენტზე აგრძელებს.
"მიმაჩნდა, რომ თუ იუშჩენკოს ეყო გამბედაობა ასეთი რევოლუციისათვის, მას ეყოფა ვალდებულება იმისა, რომ სამ ასოზე გაეგზავნა ბატონი პუტინი, მაგრამ იუშჩენკო - ის სუსტია. აქ მას ვერც დაადანაშაულებ. იგი იყო ძალიან ავადმყოფი ადამიანი იმ დროისათვის. იგი მოწამლეს და გატეხეს. ჩანდა, რომ იგი შესანიშნავი მამაკაცი იყო და დაკარგო ეს გარეგნობა სარკეში - ეს მისთვის ძალიან მძიმე იყო. ეს ხომ არა მხოლოდ დასახიჩრებული სახეა და დასახიჩრებული სხეულია, ეს დასახიჩრებული სულია. მე ოდნავი ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს", _ აცხადებს ბორის ბერეზოვსკი.
ოლიგარქი ასევე აღიარებს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ იუშჩენკო და ტიმოშენკოს შორის ჩხუბი მოხდებოდა.
"არასოდეს ჩავღრმავებივარ მათ პირად ურთიერთობებს, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ასეთი დიდი ისტორიის, 50 მილიონიანი ქვეყანა და უცბად დაეშვა პირად წყენამდე - ეს ჩემს თავში არ ლაგდებოდა. მალევე მივხვდი, რომ უკრაინაში მოვლენები სხვა მიმართულებით ვითარდება", _ ამბობს ოლიგარქი და აღნიშნავს, რომ მაიდანზე დახარჯული ფული მაინც არ ენანება.
"მიმაჩნია, რომ ეს ისტორიაში ეს ჩემი ყველაზე მომგებიანი შენატანია, მე ფული მაქვს. რევოლუციის შემდეგ ერის მენტალიტეტი სხვანაირი გახდა, ადამიანები უფრო თავისუფალნი არიან და რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი ბედნიერება, რომ 50 მლნ ადამიანი უფრო თავისუფალია? ასე, რომ წამითაც არ ვნანობ იქ დახარჯულ ფულზე", _აცხადებს ბერეზოვსკი.