ე.წ. ზეემკას დასახლებას წმინდა ბარბარეს უბანი დაერქმევა.
შესაბამისი ინიციატივით ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ თბილისის საკრებულოს უკვე მიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი დაკმაყოფილდება და საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.
აღსანიშნავია, რომ სამადაშვილმა და რაიონის გამგებელმა თემურ გრიგალაშვილმ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ისანი-სამგორის მოსახლეობას დღეს პირადად შეატყობინეს.