შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპული ქართველი მეზღვაური საქართველოში უკვე გადმოასვენებს.
სერგო ჯინჭარაძე აჭარაში, საკუთარ სახლში დღეს დილით მიასვენეს.
ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ მეორე ქართველ მეზღვაურ დავით ჭიჭილეიშვილს.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ქალაქ ეგევარასთან ახლოს 11 დეკემერს, ღამით მოხდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის "ოგანბეის" ეკიპაჟის 16 წევრიდან 12-ის გადარჩენა მოხერხდა.