დღეს, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, სკოლა-სტუდია "მშობელთა ხიდის" აღსაზრდელებისთვის ბარ-რესტორან "ქალაქურში", ბარბარობის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება - "ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები" გაიმართება.
საქველმოქმედო საღამოს ორგანიზატორი ბიზნესტრენინგების ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფია.
ღონისძიების ფარგლებში "მშობელთა ხიდის" 37 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის კონცერტს "ბზიკები" და "ბასტი-ბუბუ" გამართავენ. აღსანიშნავია, რომ საღამოზე "ბზიკები"-ს ახალი სიმღერის პრემიერაც შედგება.
"მშობელთა ხიდის" ყველა აღსაზრდელი საქველმოქმედო საღამოს სპონსორი კომპანიების მიერ სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდება. მათ კომპიუტერი, ჰიგიენური საშუალებები, წიგნები, ჩანთები, მთაწმინდის პარკის ბილეთები და სხვა საჭირო ნივთები გადაეცემათ.
ღონისძიების სპონსორები არიან ფარმაცევტული კომპანია "პე ეს პე", კორ-სტანდარტ ბანკი, ბარ-რესტორანი "ქალაქური",
"ავტობილდი", ჟურნალი "ფოკუსი", სწრაფი კვების ობიექტი "ფანტაზია".
ბავშვებისთვის საჩუქრები დააწსეს წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსი", მთაწმინდის პარკმა "ბომბორა", ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიამ "მაგთიკომი", საბავშვო გასართობმა ცენტრმა "მე-9 ცა", საჯარო რეესტრმა, საფრანგეთის მემინანქრეთა ასოციაციის წევრმა ეკატერინე აბესაძემ და კომპანია "შწეეტ Bუტიქუე Vანილლა"-მ, რომელიც აღსაზრდელებს ტორტით გაუმასპინძლდება.