საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს ისევ შეიკრიბა.
როგორც კომისიის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, კომისიის დღევანდელ სხდომაზე გენერალურ პროკურატურაში განხორციელებული სამუშაობის შედეგების შეჯამება მოხდება.
"კომისიამ გენერალურ პროკურატურაში მუშაობა უკვე დაასრულა და სხვათაშორის, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა", - აცხადებს ბაღათურია.
დღევანდელ სხდომას კრიმინალისტები და ექსპერტები ესწრებიან.