ხელისუფლება ვალდებულებას იღებს, რომ სხვა ქვეყნებთან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვასა და სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს. აღნიშნული ცვლილება "სამოქალაქო კოდექსში" მას შემდეგ აისახა, რაც საპარლამენტო უმრავლესობასა და საპატრიარქოს შორის რელიგიური გაერთიანების სტატუსის შესახებ კონსულტაციები გაიმართა.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა თორდიამ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ კოდექსში ხაზგასმით ჩაიწერება: კონსტიტუციით, შეთანხმება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს სამოციქულო მართმადიდებლურ ეკლესიას ეხება.
ამასთან, საქართველოში მხოლოდ ის რელიგიური გაერთიანებები შესძლებენ სსიპ-ად დარეგისტრირებას, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიებად.
თორდიას თქმით, ასევე კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის სახელმწიფოსთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, ასევე სხვა საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვალა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე. აგრეთვე, შესაბამის სახელმწიფოსთან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით.
ამასთან, საქართველოს პარლამენტი თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს ცვლილებების მომზადებას შესაბამის კანონში, რომლითაც განისაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებლური ტაძრების დაცვის დამატებითი ღონისძიებები.
ხელისუფლება ვალდებულებას იღებს, რომ სხვა ქვეყნებთან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვასა და სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს