"ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმეს და მისი ქმედება იმ ადამიანის საქციელს შეადარა, რომელიც მკვლელობას აღიარებს, მაგრამ არა გვამს.
მისივე თქმით, ელისაშვილის ბრალს სამართლებრივად, უკვე სასამართლო შეაფასებს.
"ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია. თუ არ უნდა, რომ ამას ასე დაარქვას, ეს მისი პრობლემაა. თავად აღიარა დანაშაული. შესაბამისად, სამართლებრივი კვალიფიკაცია გასაგებია, რაც არის. ეს იგივეა, ადამიანი მკვლელობას აღიარებდეს და გვამს არ აღიარებდეს. ასე არ არის ცხოვრება აწყობილი. მან, რაც ჩაიდინა აღიარა. ყველამ ვნახეთ კადრებიც პირდაპირ ეთერში და ამას ტერორიზმი ჰქვია. როცა ვხედავთ მკვლელობას, ამას ჰქვია მკვკელობა, როცა აღიარებს ამ ფაქტს და არსებობს ვიდეო მტკიცებუკებაც, სასამართლოს გარეშეც შეგვიძლია ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ბრალის სამარლებრივ შეფასებას, ამას, რა თქმა უნდა, სასამართლო გააკეთებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში.