ლონდონში ევროპელი ლიდერების შეხვედრა დასრულდა.
Sky News-ის ცნობით, დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დატოვეს. მათ ჟურნალისტების შეკითხვებისთვის არ უპასუხიათ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რეზიდენციის შენობაში დაბრუნდნენ. მათ შორის მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში გაგრძელდება.
დღეს საღამოს, მოგვიანებით ზელენსკი ბრიუსელში გაფრინდება, სადაც ის ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრას გამართავს.
სამშაბათს კი უკრაინის პრეზიდენტს რომში ელოდებიან.