ქალთა დაცვის ორგანიზაცია მომღერალ ემინემს უპირისპირდება. ემინემს ათასწლეულის დასაწყისში ბევრი ადანაშაულებდა სალანძღავი სიტყვების, უხეში გამონათქვამებისთვის, რომლებიც ქალების ანდა ჰომოსექსუალისტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ისტორია მეორდება, ახლა მიზეზი Space Bound-ის კლიპია Space Bound-ის ალბომიდან. შემსრულებლის ახალი კლიპის ნახვის შემდეგ, ბრიტანეთის ქალთა უფლებებების დაცვის ორგანიზაციამ ემინემს "ჭეშმარიტად ბოროტი". ვიდეოში ემინემი წარმოსახვით ახრჩობს მეგობარ ქალს, რომლის როლი პორნოვარსკვლავმა საშა გრეიმ შეასრულა.
1999 წელს შექმნილი ორგანიზაცია "დედები ძალადობის წინააღმდეგ", რომელიც ქალების უფლებებს იცავს, კლიპის ნახვით უკმაყოფილო დარჩა.
"ადამიანები, ვინც ეს ვიდეო გადაიღეს, რეალურად ბოროტები არიან. ამას ხომ ბავშვები უყურებენ. ეს მათზე უარყოფითად მოქმედებს. ძალადობა ძალადობას წარმოშობს და ადრე თუ გვიან იგი ნარკოტიკივით ხდება", - წერენ ორგანიზაციის წევრები.
ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი დეილი მირორი აცხადებს, რომ ემინემს მხოლოდ "საკუთარი ქისის შევსება უნდა. მომავალი თაობა კი, რომელიც ამას უყურებს, არ აღელვებს. ფული და მხოლოდ ფული. ემინემი ეგოისტია და მისი ეგოიზმი ბოროტებაში გარდაისახა".
ტრეკის პროდიუსერი ჯიმ ჯონსინი მიიჩნევს, რომ კლიპი დიდად განსხვავდება იმ ძალადობისგან, რომელსაც ყოველდღიურად ტელეეკრანეზე ვხედავთ.
"ადამიანები თვითმკვლელობას სჩადიან, კლავენ სხვა ადამიანებს. როცა კინოში ჩემი შვილები მსგავს სცენებს უყურებენ, მე მიყვარს მათთვის იმისი ახსნა, რომ ეს მხოლოდ კინოა და მჯერა, რომ ისინი არ მოიკლავენ თავს", - აცხადებს პროდიუსერი.