დღეს, 16 დეკემბერს, "თელასი" სათნოების სახლ "კათარზისში" მორიგ საქველმოქმედო აქციას მოაწყობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, მოხუცთა თავშესაფარს ზამთრის სეზონზე ელექტროენერგიით უსასყიდლო სარგებლობის სპეციალური სერთიფიკატი გადაეცემა.
სერთიფიკატს "კათარზისის" პრეზიდენტს ზაურ ალადაშვილს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ფანცულაია გადასცემს.