არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში და კალაძის საარჩევნო შტაბთან დღეს მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.
"რუს მილიციონერებს ამოფარებული ეს "ქართველი ვაჟკაცები" ქალებს სახეში ურტყამენ, ახრჩობენ, და ამის შემხედვარე სხვა "ქართველი ვაჟკაცი" რომ დუმს - როგორ არ იხრჩობით ამ დუმილით? ასე რა გეშინიათ ამ რუსი ხელისუფლების?
თუ მთავარია "კაცები" ძალით არ გაათხოვონ ევროპაში და ქალის ცემა არაფერია?!
ასე დამცირებული და გაუბედურებული "ქართველი კაცი" ისტორიას არ ახსოვს" , - წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია.
შეგახსენებთ, ხმაური და დაპირისპირება იყო მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან. ადგილზე ვითარება აქციის მონაწილეების გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.