ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ნორვეგიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს „ლეიბორისტული პარტია“ იმარჯვებს.
ხმების 72 პროცენტის დათვლის შემდეგ ლეიბორისტულ პარტიას 28 პროცენტი აქვს.
ულტრამემარჯვენე „პროგრესის პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა თითქმის 24%-ით, ხოლო კონსერვატიული პარტია, თითქმის 15%-ით - მესამე ადგილზე.
სტორეს მემარცხენე ბლოკი 169 ადგილიან პარლამენტში , სავარაუდოდ, 87 ადგილს მოიპოვებს, ხოლო მემარჯვენე ოპოზიციური პარტიები, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ერნა სოლბერგი ხელმძღვანელობს, 82 ადგილს დაიკავებენ.
ნორვეგიის პარლამენტში უმრაველობის მოსაპოვებლად 85 მანდატია საჭირო.