თბილისში შენობების რეაბილიტაციისას დამატებითი ფართების მიშენება შესაძლებელი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
თბილისის მთავრობა დედაქალაქში სარეაბილიტაციო არეალს განსაზღვრავს. რეაბილიტაციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მისივე სტრუქტურულ ერთეულებს და ან მის მიერვე დაფუძნებული იურიდიულ პირს ექნება.
სარეაბილიტაციო არეალში მდებარე თითოეული უძრავი ქონების განვითარება და ან რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი ბიუჯეტის, რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის, მესაკუთრის და ან მესამე პირების სახსრებით.
დადგინდა, რომ თუ ხდება მრავალბინიანი სახლის განვითარება ანდა რეაბილიტაცია ისე, რომ დამატებითი ფართი არ ემატება, მაშინ ამხანაგობის თანხმობა საჭირო არ იქნება, ხოლო თუ შენობის საერთო ფართი 5 %-ზე მეტით იზრდება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა იქნება საჭირო, რომლის კრებაზედაც გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. თუ რეაბილიტირებული შენობის საერთო ფართი 5%-ზე მეტით გაიზრდება, დამატებული ფართობი საკუთრებაში, რეაბილიტაციის განმახორციელებელ სუბიექტს გადაეცემა. ხოლო თუ უძრავი ქონების მესაკუთრე გაზრდილი ფართობის აშენების დაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას, მას ფართი გაწეული ხარჯების პროპორციულად დაუმტკიცდება.
სარეაბილიტაციო არეალში არამრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია ხდება, მასზე 5%-მდე ფართის მიმატება, მესაკუთრის თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი და ის მესაკუთრესვე დარჩება, ხოლო 5%-ზე მეტი ფართის მიმატებისას მესაკუთრის თანხმობა აუცილებელი იქნება.