აფხაზეთის მთავრობა სეპარატისტული აფხაზეთიდან გადმოსულ აფხაზებს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
ამის შესახებ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, გია ბარამიამ განაცხადა.
ბარამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ათმა აფხაზურმა ოჯახმა თავშესაფრის თხოვნით მიმართა.
"იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რომელიც შეიქმნა აფხაზეთში, ათი აფხაზური ოჯახი გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოითხოვა თავშესაფარი. ჩვენ ამ ოჯახებს ლილოს დასახლებაში მივეცით საცხოვრებელი ფართები", _ განაცხადა გია ბარამიამ.