მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადების საპასუხოდ პანამის არხის დაბრუნებისა და მისი სახელის გადარქმევის შესახებ, შესთავაზა აშშ-ს დაერქვას „მექსიკური ამერიკა“. ამის შესახებ შეინბაუმმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. იუწყება The Guardian
მან ჟურნალისტებს წარუდგინა 1607 წლის მსოფლიო რუკა, რათა ხაზი გაესვა, რომ სახელი "მექსიკის ყურე" ისტორიულია და გამოიყენებოდა შეერთებული შტატების დაარსებამდეც კი. შეინბაუმმა ასევე იხუმრა, რომ "მექსიკური ამერიკა" უნდა იყოს შეერთებული შტატების ნაწილის სახელი.
"ლამაზად ჟღერს, არა?" – დასძინა მან. ამასთან, მან დაამატა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ტრამპთან „კარგი ურთიერთობის“ იმედი აქვს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე ეწოდოს.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ შეცვალოთ მექსიკის ყურის დასახელება და მას ეწოდოს ამერიკის ყურე. ასე უფრო მშვენივრად ჟღერს. ის მოიცავს დიდ ტერიტორიას. ამერიკის ყურე - რა მშვენიერი სახელია. და ეს მიზანშეწონილია", - თქვა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.