შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სურვილია, მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე ეწოდოს.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ შეცვალოთ მექსიკის ყურის დასახელება და მას ეწოდოს ამერიკის ყურე. ასე უფრო მშვენივრად ჟღერს. ის მოიცავს დიდ ტერიტორიას. ამერიკის ყურე - რა მშვენიერი სახელია. და ეს მიზანშეწონილია", - თქვა ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება მექსიკისადმი, დაეხმაროს აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის შეჩერებას და შეახსენას ტარიფების დაწესების პირობა.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში, მისმა ახლო მოკავშირემ, კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა განაცხადა, რომ დაარეგისტრირებს კანონპროექტს ყურისთვის სახელწოდების შეცვლის თაობაზე.
"წარვადგენ კანონპროექტს, რაც შეიძლება მალე, რათა ოფიციალურად შევცვალო მექსიკის ყურის სახელი მისი კანონიერი სახელით, ამერიკის ყურე!", დაწერა გრინმა X-ზე.