იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები საქართველოსა, ამერიკასა და ევროპას შორის გადაიტვირთება და დაფუძნებული იქნება რეალურ პოლიტიკაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ და ევროკავშირი გათავისუფლდება ჩრდილოვანი მმართველობისაგან და შედეგად მივიღებთ გადატვირთულ ურთიერთობებს საქართველოსა, ამერიკასა და ევროპას შორის, დაფუძნებული იქნება რეალურ პოლიტიკაზე. მანამ, სანამ არსებობს პირველი ფრონტი უკრაინაში ომის სახით, ჯერ კიდევ იარსებებს საშიშროება მეორე ფრონტის გახსნისა, თუმცა თუნდაც ტრამპის განცხადებების საფუძველზე გვაქვს იმედი, რომ აშშ გათავისუფლდება ზეგავლენებისაგან და „Deep State"-გან, რაც ასახული იქნება უკვე მსოფლიო პოლიტიკაზე“, - განაცხადა ლაშხმა.