ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების 2010 წლის ანგარიშის თანახმად, წინსვლა არ აღინიშნებოდა ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის და მათი ინტეგრირების თვალსაზრისით.
"2009 წლის მაისში მიღებულ იქნა დოკუმენტი ,,ინტეგრირების ეროვნული სტრატეგია: ტოლერანტობის და სამოქალაქო ინტეგრირების ნაციონალური კონცეფცია", თუმცა 2010 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიში არ მომზადებულა. ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის მოთხოვნები არ არის სრულად ასახული ეროვნულ კანონმდებლობაში, ხოლო რეგიონული და უმცირესობების ენების ევროპული ქარტია არ არის ხელმოწერილი საქართველოს მიერ. საქართველოში მესხი
მოსახლეობის რეპატრიაციისა და ინტერგაციისთვის საჭირო განაცხადების შევსების ვადა
2009 წლის ბოლოს დასრულდა და რეპატრიაციაზე განაცხადი 6000-ზე მეტმა ადამიანმა
შეიტანა. საქართველოს მთავრობამ შექმნა განაცხადების მონაცემთა ბანკი და დაიწყო მათი
შეფასება, თუმცა პროცესი ძალზე ნელია", - აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკავშირის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჯერ არ შემუშავებულა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფდა მესხების რეპატრიაციას, განსახლებას და ინტეგრაციას; მთავრობის შესაძლებლობა, ეფექტიანად განიხილოს განაცხადები ჯერ კიდევ შეშფოთების საგნად რჩება.
შეაგხსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გამოაქვეყნეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ყოველწლიური "პაკეტი სამეზობლოსთვის", რომელშიც შედის: კომუნიკაცია განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დაწყების შესახებ, 12 ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებში, მათ შორისსაქართველოში, მიღწეული ცვლილებების შესახებ, სექტორული ანგარიში და ანგარიში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ.