ევროკომისია საქართველოსათვის 46 მილიონი ევროს მოცულობის მაკრო-ფინანსური დახმარების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გრანტების სახით უნდა გაიცეს. ეს დახმარება ევროპული თანამეგობრობის მხრიდან საქართველოსათვის 2008 წლის აგვისტოს რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და ეკონომიკური აღორძინებისათვის გათვალისწინებული 500 მილიონ ევროს მოცულობის მრავალმხრივი დახმარების პაკეტის ნაწილია და ის საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, ქვეყნის მიერ გლობალური კრიზისის შედეგემზე მიმართული ფინანსური დარეგულირების პროგრამას შეუწყობს ხელს. ევროპული თანამეგობრობის მაკროფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო ფინანსური საჭიროებების დარეგულირებას 2009-2010 წლებში.
2009 წლის 16 ოქტომბერს ევროკომისიამ მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომელშიც ის გამოდის შეთავაზებით ევროკავშირის საბჭოს მიერ 46 მლნ ევროს ოდენობის გრანტის სახით საქართველოსათვის მაკროფინანსული დახმარების გაწევის თაობაზე. ეს დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეთანხმებული ფინანსური დარეგულირების პროგრამის განხორციელებას და სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას შეავსებს. გრანტი გაიცემა ორი ტრანშის სახით, რომელიც წინასწარი გეგმის მიხედვით, 2009 წლის მეოთხე კვარტალში და 2010 წლის პირველ ნახევარში უნდა გადმოირიცხოს. ამ საკითხზე უკვე ჩატარდა კონსულტაციები ევროპარლამენტთან.
ეს დახმარება ევროპული თანამეგობრობის მხრიდან საქართველოსათვის 2008 წლის აგვისტოს რუსათთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი ეკონომიკური აღორძინებისათვის გათვალისწინებული 500 მილიონ ევროს მოცულობის მრავალმხრივი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომლის უზრუნველყოფის თაობაზე ვალდებულება 2008 წლის დონორთა კონფერენციაზე იქნა აღებული. ევროპული თანამეგობრობის მაკროფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო ფინანსური საჭიროებების დარეგულირებას 2009-2010 წლებში.
მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის მიერ კრიზისზე რეაგირების განსაკუთრებული ინსტრუმენტია, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოებისათვის. ის მიბმულია და ავსებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაწეულ დახმარებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უნარი, დახმარება აღმოუჩინოს ფინანსური სირთულეების მქონე ქვეყნებს მნიშვნელოვანად გაიზარდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხვა წევრების წყალობით. ევროკავშირმა ახლახანს ვალდებულება აიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის გამოყოს 125 მილიარდი ევრო, რაც ამ უკანასკნელის მიერ თანხების გაცემის შესაძლებლობას 35%-ით გაზრდის, 250 მილიარდი ევროდან 750 მილიარდ ევრომდე.